Saturday, December 21, 2013

ProtoBuf & Thrift



Protocol Buffer არის გუგლის ენა  - მექანიზმი დასასერიალიზირებადი მონაემებისათვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საშუალებას გვაძლევს მარტივად და სწრაფად ვიმუშაოთ სტრუქტურიზირებულ მონაცემებთან.  წარმოიდგინეთ XML დოკუმენტი. XML ზე უფრო პატარა გვაქვს  JSON. უფრო პატარას, უფრო სწრაფს და უფრო მარტივს კი გუგლის გვთავაზობს(binary არის ოღონდ).  ერთხელ ვწერთ, თუ როგორი სტრუქტურა გვინდა, შემდეგ კი შესაძლებლობა გვაქვს მონაცემები ჩავწეროთ ან წავიკითხოთ.  ამასთან გვაქვს საშუალება,  სხვადასხვა ენებში მუშაობისა - Java, C++,  Python.

ტესტირებისთვის ჯავას ობიექტი დავასერიალიზე, დაახლოებით 500 byte ზომის გამომივიდა, ProtoBuf ით კი ბაინარი დატა 50 byte.

ამ მექანიზმს, ვისაც ნანახი გაქვთ, Google App Engineც იყენებს, და სხვა გუგლის სერვისები. საკმაოდ ფართოდ გამოყენებადია.

ალტერნატივებიც არსებობს, მაგალითად  Apache Thrift, რომელიც FB-მ შექმნა. ორივე რაღაცით არის კარგი. მაგალითად Thrift ისგან განსხვავებით, პროტოკოლ ბუფერით დასერიალიზირებული მონაცემები 30% ით უფრო მცირე არის. სამაგიეროდ, Thrift-ს სტრუქტურა მეტად დახვეწილი აქვს, მაგალითად შესაძლებელია Map ის აღწერა. კიდე ერთი განსხვავება ის არის რომ Thrift ში პირდაპირ არის ინტეგრირებული RPC , პროტოკოლ ბუფერში კი ცალკე არის გატანილი. ენების მხრიბ Thrift-ს შემდეგ ენებთან აქვს მუშაობის შესაძლებლოვა: Thrift: Java, C++, Python, PHP, Ruby, Erlang, Perl, Haskell, C#, Cocoa, Smalltalk, OCaml, ხოლო რაც შეეხება protobuf-ს მხოლოდ Java, C++, Python. და ბოლოს, რაც მთავარია Protobuf ვრცელდება BSD ლიცენზიით, Thrift-ს კი Apache License ადევს.


1 comment: