dnsmasq არის DNS forwarder და ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც DCHP სერვერად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ dnsmasq საშუალებით ჩვენ შეგვიძლია DNS ის ქეშირება/ჩვენ გემოზე კონფიგურაცია სიჩქარის გასაზრდელად, ასევე როუტების, internal IP გასაწერად.
მიუხედავად იმისა, რომ პირადად Open Suse Leap ზე ვმუშაობ, უნდა ვაღიარო, ერთერთი ყველაზე კარგი დოკუმენტაცია archlinux აქვს. შესაბამისად, ზოგჯერ, arch ის დოკუმენტაციაშიც ვიხედები. ხშირად ბევრი რამე პირდაპირ ემთხვევა. მოკლედ, დეტალებში თუ დაგაინტერებთ იხილეთ შემდეგი ლინკი.
პატარა მაგალითი მოვიყვანოთ:
წარმოიდგინეთ მუშაობთ კომპანიაში სადაც გაქვთ შიდა DNS სერვერი. როგორც Google-ს მოყვარული ჩემთვის პრიორიტეტი ყოველთვის 8.8.8.8 არის, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ვაწყდები ისეთ სიტუაციას, როდესაც შიდა DNS სერვერი ცუდად მუშაობს.
გამოსავალი:
1. მოვახდინო ქეშირება.
2. თუ შიდა სერვერი არაა, გავიდე გუგლის DNS მეშვეობით.
პირველ რიგში ვნახოთ, dnsmasq თუ გვიყენია. დაყენების ინსტრუქცია just google (გააჩნია დისტროს zypper, apt-get, yast, etc...)
სტატუსი:
vq@local:/etc/NetworkManager> sudo systemctl status dnsmasq.service root's password: dnsmasq.service - DNS caching server. Loaded: loaded (/usr/lib/systemd/system/dnsmasq.service; enabled; vendor preset: disabled) Drop-In: /run/systemd/generator/dnsmasq.service.d └─50-insserv.conf-$named.conf Active: active (running) since Wed 2017-05-24 11:22:19 +04; 34min ago Process: 5341 ExecStartPre=/usr/sbin/dnsmasq --test (code=exited, status=0/SUCCESS) Main PID: 5344 (dnsmasq) Tasks: 1 (limit: 512) Memory: 464.0K CPU: 244ms CGroup: /system.slice/dnsmasq.service └─5344 /usr/sbin/dnsmasq --log-async --enable-dbus --keep-in-foreground
შემდეგი ნაბიჯი (საჭიროა კომენტარების მოხსნა კონფიგურაციის ფაილში და გადაკეთება თქვენს გემოზე):
vim /etc/dnsmasq.conf resolv-file=/etc/resolv.dnsmasq.conf strict-order server=/დომეინი /DNS მისამართი listen-address=127.0.0.1 bind-interfaces
vim /etc/resolv.dnsmasq.conf nameserver 8.8.4.4 nameserver 8.8.8.8იმის შემდეგ, რაც NetworkManager - ს ვეტყვით რომ 127.0.0.1-ს მოუსმინოს, შევამოწმოთ, რომ მართლაც 127.0.0.1 -ს უსმენს:
vim /etc/resolv.conf nameserver 127.0.0.1
vq@local:/etc> nmcli dev show | grep DNS
IP4.DNS[1]: 127.0.0.1
vq@local:/etc> nslookup domain Server: 127.0.0.1