ენამი გამოიყურება შემდეგნაირად:
public enum FlushModeType{ AUTO, COMMIT }
შესაბამისი მისამრთი:
################################ javax.persistence.FlushModeType ################################
იმის შემდეგ რაც persist(), merge(), remove() გამოვიყენებთ, ცვლილებები ბაზაში არ აისახება მანამ სანამ ენთითი მენეჯერი არ გააუკეთებს flush-ს. ჩვენ შეგვიძლია იძულებით მოვახდინოთ დასინქრონიზირება, თუ გამოვიყენებთ flush() მეთოდს. ზოგადად, დეფაულთად ისე არის კონფიგურირებული რომ, flush ხდება მაშინ, როდესაც ტრანზაქცია მთავრდება და ასევე მაშინაც, როდესაც რაიმე ქუერის ეგზექიუთს გავუკეთებთ - აქ დასაზუსტებელია query ში რას ვგულისხმობთ და რა გამონაკლისები არსებობს: მაგალითად, მოვახდინეთ რაიმე ობიექტის persist და შემდეგ find() ით დავაბრუნოთ შესაბამისი ობიექტი. შედეგი ის იქნება , რომ null დაგვიბრუნდება. find და getReference არიან ისეთი ტიპები, რომლებიც არ ახდენენ ბაზაში ცვლილებებს,
შესაბამისად, flush იც არ იქნება გამოძახებული, მის შესრულების შემდეგაც. აქ, getReference() ვახსენე, და ბარემ განვმარტავ რა განსხვავებაა ამათ შორის.
განსხვავება იმაში მდგოამრეობს რომ თუ find() -ს ვიყენებთ, თუ ბაზაში შესაბამისი ჩანაწერი არ მოიძებნა null დაბრუნდება, getReference()-ს შემთხვევაში კი javax.persistence.EntityNotFoundException-ს ისრვრის.
როდესაც შეეხეაბაზ FlushModeType-ს, დეფაულთად AUTO აყენია. ყველაფერს თავისი გამოყენება აქვს, გააჩნია რა ამოცანა გავაქვს გადასაჭრელი, შესაბამისად შეიძლება AUTO გამოგვადგეს, შესაძლოა COMMIT. ამიტომაც გვაქვს setFlushMode(), რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ვაკონტროლოთ flush -ის მუშაობა. მაგალთად, თუ ბევრი აბდეიტებია გასაკეთებელი, შეგვიძლია ფერფორმენსის მიზნით აბდეიტი ერთ batch ში გავაკეთოთ, ამისთვის სწორედ COMMIT გვჭირდება. მოვიყვანოთ მაგალითიც.
No comments:
Post a Comment