Thursday, May 23, 2013

Inversion of Control


 შეიელბა ასე გავმარტოთ. Inversion of Control (IoC) და Dependency Injection (DI) პატერნები არიან ყველანი იმისათვის რომ დეფენდენსები არ გქონდეთ თქვენს კოდზე და არხდებოდეს კოდის განმეორებები.  კოდის ოპტიმიზაცი ყოველთვის პრიორიტირებულია ჩვენთვის. ოპტიმიზაციის მთარავი მიზანიც ის არის რომ კოდი ლამაზად და გასაგებად ეწეროს, და ყველაზე მთავარი რაცაა არ ხდებოდის კოდის ხშირი გამეორებები, როდესაც მცირე რამეა შესაცვლელი.

ერთერთი მაგალითი ასეთი შეიძლება მოვიყვანოთ.

გვაქვს List რაღაც A ტიპის ობიექტებით სავსე და მინდა მისი გადაყვანა Map ში. შემდეგ ვაკეთებ ისევ სიას, ოღონდ B ტიპის ობიექტებით სავსეს და მინდა მისი გადაყვანა კვლავ Map ში. ამ შემთხვევაში შეგვიძლია მხოლოდ ერთი მეთოდი გვქონდეს გადაყვანის, არ ვაკეთოთ ტიპებით overload ები. თუ ასეთი 10 ტიპის ობიექტი მექნება, 10 overload არ გავაკეთებ.

მაგალითად, გვაქვს კლასი წიგნებისა.

შევავსოთ იგი:

ახლა დაგვჭირდება ერთი ინტერფეისი, რომელშიც მეთოდის პროტოტიპს ჩავწერთ – მეფითა keyს ამოღებისა. მთავარი პრობლემა ჩვენ ის გვაქვს რომ არ ვიცით ობიექტის key რა იყოს (ზოგ შემთხვევაში რა არის, ზოგში რა). ამიტომ თითოეული ობიექტისათვის გავაკეთოთ კლასი, რომელიც იმპლემენტაციას გაუკეთებს KeyFinder–ს.

მაგალითად ინტერფეისი:


და ჩვენი წიგნებისთვის გვექნება იმპლემენტაცია შემდეგნაირი, თუ Id გვინდა იყოს მეფსი key.


და გვექნება მხოლოდ ერთი მეთოდი, ზოგადი. რომელსაც გადაეცემა სია ნებსმიერი ტიპისა. და ინტერფეისი რომ გავაკეთეთ KeyFinder, აქაც განზოგადებული ტიპებით. მოხდება Mapის შექმნა. შემდეგ გადავუვლით ყველა ელემენტს სიაში, და
სათითაოდ ამოვიღებთ გასაღებს,

კოდს თუ დააკვირდებით ,  KeyFinder   finder გვაქვს, სადაც  KeyFinder ინტერფეისი არის.  resolver აქვს რეფერენსი რომელიმე კლასის ობიექტთან , რომელსიც აკეთებს ინტერფეისი იმპლემენტაციას ––> მას აქვს Overriden მეთოდი გასაღების ამოღებისა ––> მისი დახმარებით , სწორედ ამ ტიპის კლასის ობიექტიდან როგორ ამოვიღოთ გასაღები ვიცით.

თუ დავამატებთ მაგალითად მანქანების კლას. დაგვჭირდება უბრალოდ   CarKeyFinder -ის დაწერა რომელიც იმპლემენტაციას გაუკეთებს KeyFinder-ს. ან მეორე ვარიანტი ისაა რომ პირადპირ მანქანის კლასმა გაუკეთოს იმპლემენტაცია KeyFinder–ს და ცალკე არ გავიტანოთ - ნუ, გემოვნების ამბებია.




MVN Manifest Entries

თუ აღმოჩნდა რომ manifest ფაილის კონფოგურაციისათვის Maven–ის სტანდარტული პარამეტრები არ გყოფნით, იმისათვის რომ manifest თგვენს გემოზე ააწყოთ (თქვენი საკუთარი ველები დაუმატოთ), ამისთვის მავენს აქვს <manifestEntries>  ტეგი.  გამოყენება მარტივია:
<manifestEntries>
      <YOURTAG> value </YOURTAG>
</manifestEntries>

იხილეთ მაგალითაი:

შედეგი კი გვენქება დაახლოებით ასეთი.

Monday, May 20, 2013

Strategy Pattern

Stragegy patern.   ასევე ლიტერატურაში შეიძლება შეგხვდეს მისი სახელწოდეა როგორც  Policy pattern. მისი საშვალებით ალგორითმის ქცევის არჩევა ძალზედ მარტივად ხდება. იმას, თუ რომელი ალგორითმი იქნება გამოყენებული, კლიენტი განსაზღვრავს.

 დამავწყდა მეთქვა, რომ, ეს დიზაინ პატერნი Creational pattern ოჯხს განეკუთნება.

ამ დიზაინ პატერნის სტრუქტურა ასეთია:




როგორც სურათზე ხედავთ, გვაქვს სტრატეგიის ინტერფეისი, რომელთა მრავალი იმპლემენტაცია შეილება გვქონდეს–  მაგალითად გვინდა Payment ის შესრულება. იგი შეიძლება შესრულდეს Visa ელექტრონით, შეიძლება MasterCard -ით.

ალგორითმი უსმენს კლიენტს და იმ იმპლემენტაციას უშვებს რომელიც მოთხოვნას შეესაბამება. მოსმენას და შესაბამის სტრატეგის ალგორითმის გამოძახებას Context  ემსახურება.

დავიწყოთ მაგალითის წერა, და  თან განვმარტოთ. თავდაპირველად, გადახდისთვის გავაკეთოთ enum, რომლებითაც იქნება შესაძლებელი გადახდა. შემდეგ ამ ენამიდან რომელიმეს Context–ს გადავცემთ.  თუ სხვა ჯერზე ფეიმენთის გაკეთება  გადახდის სხვა ტიპით მომინდება, უბრალოდ  კონტექტს ვეტყვი ამ ყოველივეს.



PaymentContext, რომელიც განსაზღვრავს რომელი implement გაუშვას. აქ მარტივადაა ყველაფერი, switch ით ვნსაზღვრავ საჭიროს. როდესაც კონტესტის ობიექტს შევქმნი, კონსტრუქტორშივე ვახდენ შესაბამისი მეთოდის მინიჭებას.


PaymentRule ინტეფეისი ,რომლის შვილებიც იქნებიან კონკრეტული იმპლემენტაციები. ჩვენს შემთვევაში ერთი მასტერქარდთან მომუშავე, მეორე ვიზა ელექტრონთან. სწორედ კონტექსტში  PaymentRule  შვილის რომელიმე ობიექტს ვქმნი (switch ებში), და ვანიჭებ paymentRuleს, რომელიც არის PaymentRule   ტიპისა.


ახლა დავწეროთ კონკრეტული სტრატეგიის იმპლემენტაციები.

ეს VisaElectron იმპლემენტაცია.  ეს კი უკვე MasterCard–ის:


საბოლოოდ კი ყველაფერი ძალიან მარტივი გვაქ.

Tuesday, February 19, 2013

Dash panel


ახალი გრაფიკული გარემო და პრობლემები.
Gnu/linux -ში, კერძოდ ახალ დისტრო UBUNTU ში, სადაც დიდიხანია ახალი გრაფიკული გარემო გვაქვს, იქმნება პრობლემები Dash panel–ზე იკონკების დაგდებისა. მაგალითად თუ პროგრამას დააინსტალირებთ სინაპტიკიდან პრობლემა არ შეგექმნებათ, მაგრამ როდესაც ხელით აინსტალირებთ... შექმენი *.desktop ფაილი /usr/share/applications/ ში. gksudo gedit /usr/share/applications/სახელი.desktop ბ) შიგნით კი რაიმე ამის მზგავსი უნდ აგააკეთოთ:
[Desktop Entry] Type=Application Terminal=false Icon=/path/to/icon/icon.svg Name=give-name-here Exec=/path/to/file/executable Name=unmount-mount
 ჩემ შემთხვევაში არის ეს:


    [Desktop Entry]
    Type=Application
    Terminal=false
    Icon=/home/vakhoq/EclipseEE/e2.png
    Name=Eclipse EE
    Exec=/home/vakhoq/EclipseEE/eclipse Name=Eclipse EE



მერე Dash Home ში შედით და იქიდან გადმოგაგდეთ თქვენი პროგრამა. სულ ესაა :–)

Cross-domain communication problems


Cross-domain communication 


პრობლემა რიმლისათვისაც ბევრი framework არის დაწერილი, როგორებიცაა მგალითად easyxdm, YUI. მაგრამ საქმე გაცილებით გამარტივდა როდესაც HTML 5 თან გვაქვს უკვე საქმე. 


მაგალითად ავიღოთ 2 დომეინი A.net და B.net. გვინდა მათ შორის გვქონდეს კომუნიკაცია.

XmlHttpRequest ობიექტს ადევს   security  ბრაუზერებისაგან, რომელიც კრძალავს  მიწვდეს მონაცემებს სხვა სერვერზე. ეს კი  Ajax developer ებისთვის სერიოზული ლიმიტია.

წარმოვიდგინოთ გვინდა ასეთი სტრუქტორა. ჩვენ ფეიჯ  A.net ზე გვაქვს iframe რომელშიც არის B.net ის გვერდი. ახლა კი გვინდა კომუნიკაციები მათ შორის. მაგალითად , უმარტივესი, თუ დავაკლიკეთ iframe–ს შიგნით რაიმე ღილაკს, გვინდა A.net ის ფეიჯზე დაფიქსირდეეს და მათ შორის Request -Response კომუნიკაციები გავმართოთ.

ასეთი სტრუქტურები მრავლად არის პრაქტიკაში. მაგალითად Chrome Extension–ს რომ ვწერდი Gmail–ისთვის, მეილის გვერდზე როდესაც ვაწვებოდი Signe Document კნოპკას,  უნდა გამოსულიყო Iframe ჩემი სერვერის. აქ უნდა მქონოდა Listener ები გვერდებზე და Request-responze კომუნიკაციები ჩემ სერვლეტსა და extension -ს შორის.


HTML5-ს შემოთავაზებული გზა ასეთია , ვიძახებთ window.postMessage()-ს რომელსა ორი პარამეტრი გადაეცემა. 1 სტრუქტურა რაც გვინდა გადავცეთ და 2–ე არის მიმღები (ან * ყველასთვის);



  1. stuct=new Object();
  2. stuct.owner="admin";
  3. stuct.status="cancell";
  4. parent.postMessage(struct, "https://mail.google.com"
და მიმღები უსმენს მას:
  1. window.addEventListener("message", function( event ) {
  2. if ( event.data.status === "cancell" ) {
  3. console.log(event.origin)
  4. }
  5. }, false );
მაგალითად iframe ში რაღაცას რო დავაწვები, სერვერზე რო წამოვიდეს პასუხი:
  1. <!DOCTYPE HTML>
  2. <html>
  3. <head>
  4. <script>
  5. var send= function(){
  6. // Post message
  7. // from Iframe Page to domain A
  8. parent.postMessage("FROM IFRAME ","http://a.net");
  9. }
  10. </script>
  11. </head>
  12. <body>
  13. INSODE
  14. <button onclick="send()">Inside The iframe</button>
  15.  
  16. <script>
  17. // Listen from Domain A
  18. window.addEventListener('message', function(event) {
  19. console.log(event.data+' : '+event.origin) ;
  20. }, false);
  21.  
  22. </script>
  23. </body>
  24. </html>
  25.  
  26.  
  27. <!DOCTYPE HTML>
  28. <html>
  29. <head>
  30. <script>
  31. function sendCommand() {
  32. // post massage to domain B
  33. var receiver =
          document.getElementById('frameId').contentWindow;
  34. receiver.postMessage("MSG", 'http://b.net');
  35. }
  36.  
  37. function load (){
  38. // Leasten messages from Domain B
  39. window.addEventListener('message', function(event) {
  40. console.log(event.data+' : '+event.origin) ;
  41. return;
  42. }, false);
  43. }
  44. </script>
  45. </head>
  46. <body onload="load()">
  47. <iframe id="frameId" src="http://b.net/2.html" onload="sendCommand();"> No Frame!</iframe>
  48. <button onclick="sendCommand()">OutSide The Frame</button>
  49. </body>
  50. </html>
რაც შეეხება Request-Response–ბს. ჰედერში მოგიწევთ Access-Control-Allow-Origin ის ჩამატება.

მაგალითად სერვლეტებში
  1. protected void doPost(HttpServletRequest request, HttpServletResponse response) {
  2. response.addHeader("Access-Control-Allow-Origin","UR");
  3. ...
  4. }
 Ajax–ში თუ გვინდა ჰედერში ასე ჩავამატებთ.
  1. var xhr = new XMLHttpRequest();
  2. xhr.open("GET", url, true);
  3. xhr.responseType = "arraybuffer";
  4. xhr.setRequestHeader('Access-Control-Allow-Origin', 'URL');
XDomainRequest object  არის, რომელიც IE სთვის. CORS–ს გვთავაზობს Firefox. რომელიც ყველა ბრაუზერში კარგადაა.


  1. function createCORSRequest(method, url){
  2. var xhr = new XMLHttpRequest();
  3. if ("withCredentials" in xhr){
  4. xhr.open(method, url, true);
  5. } else if (typeof XDomainRequest != "undefined"){
  6. xhr = new XDomainRequest();
  7. xhr.open(method, url);
  8. } else {
  9. xhr = null;
  10. }
  11. return xhr;
  12. }
თორემ გამოვარდება ბრაუზერისგან შეცდომა:
XMLHttpRequest cannot load http://b.net/.../. Origin https://a.net is not allowed by Access-Control-Allow-Origin.


Sunday, January 27, 2013

Bridge Pattern

Bridge Pattern 

ვიდეოში  მაქ ახსნილი ეს პატერნი როგორ მუშაობს. ვიდეოს ხარისხიანად სანახავად HD ხარისხი აირჩიეთ.

Saturday, January 26, 2013

Java Service Loader




JDK 1.1  მა შემოგვთავაზა მექანიზმი, რომლითაც ჩვენ შეგვიცლია JDBC driver დავამათოთ უბრალოდ  სწორი Class ის დალოადებით.   მაგალითად, შეგვიძლია JDBC-ODBC დრაივერი დავალოადოთ Class.forName ის  დახმარებით.   Class.forName("sun.jdbc.odbc.JdbcOdbcDriver")

Java 6 დან მოყოლებული ჩვენ შეგვიძლია უკვე java.util.ServiceLoader ის გამოყენება. ჩვენ ვიყენებთ  META-INF/services/ დირექტორიას, სადაც ვინახავთ იმპლემენტაციების სერვისებს - ფაილს ,  რომელის სახელი არის interface -ის მისამართი (package  +ClassName), მასში კი წერია  კონკრეტული იმპლემენტაციის მისამართი (package  +ClassName);

მაგალითად JDBC-ODBC  driver თან წვდომა თუ გვინდა, ამ შემთხვევაში ჩვენ აღარ გვჭირდება  Class.forName()-თი დალოადება (instance რომ ავიღოთ).  JRE/lib/resources.jar შეიცავს META-INF/services/java.sql.Driver ფაილს  (java.sql.Driver არის interface) , რომელშიც ერთი ხაზია  sun.jdbc.odbc.JdbcOdbcDriver.  ამ დროს ServiceLoader დაუვლის ყველა jar ფაილს, რომელიც  კლას path ში აქვს მითითებული, და  ყველა შესაძლო დრაივერებს იპოვის (თუ მოიძენა ასეთი).

მაგალითად, ჩვენ თუ გვინდა MS SQL-ის ბაზასთან წვდომა, ჩვენ მისი jar უნდა მივაბათ ჩვენს პროექტს კლას path ში. ან დერბიზე მაგალითად derby.jar და დრაივერი ავტომატურად იქნება წვდომადი ჩვენთვის.

ეს მექანიზმი ეხება ყველა სერვისს, და არა მხოლოდ JDBC-ს. მაგალითად თუ გვინდა   JRuby სკრიპტი  გამოვიძახოთ ჯავადან, ჯვენ მხოლოდ jar ფაილს მივაბამთ, რომელიც შეიცავს  META-INF/services/javax.ScriptEngineFactory ფაილს.  ეს უზრუნველყოფს შესაბამისი სკრიპტის  დალოადებას VM -ში.

მგალითად, გავაკეთოთ შემდეგი რამ. დავწეროთ ინტერფეისი Upload Service-სი. მის იმპლემეტაციებიც ბევრი შესაძლებელია გვქონდეს. მაგალითად აპლუადო google Drive-თი, ან Drop Box ით.   თუ მომხმარებელი ახალ იმპლემენტაციას დაამატებს, მას მხოლოდ JAR ფაილის  მიმატება მოუწევს კოდში (path). ანუ Plug In ების პონტში გვაქვს.



პირველრიგში ინტერფეისს ვაკეთებთ.

package ge.storage.remote
public interface FileStorage {
 . . . 
 void deleteFile(RemoteFile fileData) throws IOException; 
 void createFolder(RemoteDirectory directory) throws IOException; 
 . . . 
 boolean isProviderOf(String Name);

}
შემდეგ იმპლემენტაციებს, მაგალითად google სას (იმპლემენტაციის jar დაგვჭრდება მერე. რომ მივაბათ კლასფასში)
 
package ge.storage.google
public class GoogleStorage implements FileStorage {
  @override
  public boolean isProviderOf(String Name) {
  // გადმოვცემთ სტრინს და ვეუბნებით არის თუ არა ეს იმპლემენტაცია
  // მოთხოვნისა. თუ DropBox მოგვთხოვეს, Google -ს შესბამისად ხომ
  // არ დავუბრუნებთ
  }
  . . .
}


აქ ჩვენ ახლა გვინდა  META-INF/services/ge.storage.remote.FileStorage ფაილი, რომელიც შეიცავს ტექსტს ge.storage.google.GoogleStorage ს.


ახლა კი ვითრევთ ჩვენს სერვისებს. აქ უქვე  პროექტს დეფენენსი ინტერფეისზე გვინდა.
 
ServiceLoader<FileStorage > Services = ServiceLoader.load(FileStorage.class); 
    for (FileStorage service : Services) {
       if (service.isProviderOf(name)) {
         return service;
        }
 }

თუ მოთხოვნაა google-სი, და მისი jar მიბმულია. service.isProviderOf(name) დაგვიბრუნებს ჩვენს სერვისს. შედეგად კი, გვაქ იმ იმპლემენტაციასთან წვდომა  რომელიც ჩვენ გვინდოდა.

ესეიგი ჩვენი პროექტი უყურებს მხოლოდ ინტერფეისს და არა რომელიმე იმპლემენტაციას ინტერფეისიას. ხოლო თუ რომელი jarიქნება მიბმული ფასზე, მის მიხედვით აირჩევა შესაბამისი იმპლემენტაცია.


.net ში service loader-ს აქ შემდეგი სახე:

  1. Assembly asm = Assembly.
  2. LoadFrom(@"c:\myapp\plugins\myAssembly.dll");
  3. MyInterface IMy = null;
  4. foreach (Type t in asm.GetTypes()) {
  5. if (t.GetInterface("MyInterface") != null) {
  6. IMy = (MyInterface)Activator.CreateInstance(t);
  7. break;
  8. }
  9. }